27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ყველაზე სწორი იქნება მისი აქედან გაყვანა, ის მდგომარეობა, რომელიც უკვე ყევლასთვის ცნობილია, ამას გადაუდებლად მოითხოვს - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა. ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, თუმცა სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახს სიმშვიდე სურს.

გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და მისთვის ახლა პრიორიტეტი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაა.

"ყველაზე სწორი იქნება მისი აქედან გაყვანა და დაწყება დეტოქსიკაციის, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელიც უკვე ყევლასთვის არის ცნობილი მოითხოვს ამას გადაუდებლად. ყოველ დღე ერთი და იგივეა, 37-ს აცილებული ტემპერატურა, რომელიც კიდევ იწევს ხოლმე,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

დღის ამბები