მკვლელობა რაჭაში - სოფელ მეორე ტოლაში მეზობლემა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ კი ერთ-ერთმა პირმა მეზობელი დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა გუშინ მოხდა, ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობელს 35 წლის მამაკაცმა დანით 4 ჭრილობა მიაყენა. ფაქტს ჰყავს თვითმხილველი. როგორც ის "კურიერთან" აცხადებს, გუშინ მას ახალგაზრდა მამაკაცმა დახმარება სთხოვა, ისინი ტყეში წაიყვანა და შესთავაზა, რომ ძმობა შეეფიცა, ამის გამო გაიჭრა თითი, შემდეგ მოულოდნელად აგრესიული გახდა და თავს დაესხა ერთ-ერთ თანმხლებ პირს. მამაკაცი, რომელსაც 4 ჭრილობა მიაყენა 61 წლის იყო. მეორე მეზობელმა კი, გაქცევა მოახერხა. სწორედ მისი დახმარებით იპოვეს გარდაცვლილი.