27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მაგალითებზე, უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია  - მიხეილ ყაველაშვილი

ალბათ, სამომავლოდ, უნივერსიტეტებში შესაძლებლობა იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნა შეისწავლონ - თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ - ოპოზიცია, - ამის შესახებ "პოსტივის" ეთერში, "დიდ გადაცემაში" მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.   

მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.  

"წარმოიდგინეთ, რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე - დღემდე ამ ტექნოლოგიას მიჰყვებიან - საზოგადოება ტყუილებით შეჰყავთ შეცდომაში; თითქოს, ოპოზიცია წამებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რაიმეს აფერხებს. ამიტომაც ისმის სპეკულაციები დეოლიგარქიზაციაზე და ა.შ.  ამ საშინელებებთან ბრძოლა არ მორჩენილა. ეს ქართველი ხალხის ღირსების საკითხია!," - განაცხადა ყაველაშვილმა.

დღის ამბები