27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაცია იწყება - სამ ეტაპად გაწერილ პროექტში 2023 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამა იწყება. მომდევნო წლის იანვრიდან სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს. სამ ეტაპად გაწერილ პროექტში 2023 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პირველი ეტაპისთვის 100 მილიონი ლარი უკვე გამოიყო. შედეგად, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბიტირდება.

პარალელურად, მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტიც, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დღის ამბები