27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
რა წერია გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის შეკვეთილ სტატიაში - "კურიერის" მიერ მოპოვებული ხელშეკრულების მიხედვით, პირველ ეტაპზე კომპანიასთან 30 000 დოლარად 2-თვიანი კონტრაქტი დაიდო

"პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში აწამეს და მოწამლეს" - ლობისტურმა კომპანიამ კლიენტის დაკვეთის შესრულება დაიწყო. გამოცემა PR Newswire-ის გვერდზე პირველი სტატია ამ სათაურით გამოჩნდა. მედიასაშუალება სააკშვილის ჯანმრთელობაზე საუბრის დროს, წყაროდ "გლობალ ფოინთ ინტერნეიშელის" ინფორმაციას იყენებს. შეკვეთილ სტატიაში საუბარია მსჯავრდებულის მძიმე მეტალით მოწამვლის შესახებაც, გიული ალასანიას მიერ დაქირავებული იურიდიული ჯგუფი ასევე ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტს პატიმრობის გადავადება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება.

საერთაშორისო მედიაში აქტიურობა "გლობალ ფოინთსა" და გიული ალასანიას შორის გაფორმებული კონტრაქტის ძირითადი ნაწილია. პიარ კამპანიის მიზანი კი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა. "კურიერის" მიერ მოპოვებული ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტურ კომპანიასთან პირველ ეტაპზე 30 000 დოლარად 2-თვიანი კონტრაქტი დაიდო. "გლობალ ფოინთთან" თანამშრომლობას გიული ალასანია ადასტურებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით საერთაშორისო პრესის დაინტერესებას პიარის ნაწილად არ მიიჩნევს.

სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოში დარჩენისკენ ოპონენტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. "ქართული ოცნებისთვის" დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული მასალები შეკვეთილი სტატიებია.

საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობა დაწყებულია. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ქვეყნის შიგნითაც. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ფრთა მზადაა მიზნის მისაღწევად ბრძოლის ნებისმიერი გზა გამოიყენოს, სწორედ ამის აღიარებად აღიქვა მმართველმა ძალამ ნიკა მელიას ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

"აქციების გამართვა, მშვიდობიანი არა ძალადობრივი ჩვენ დავინახეთ არაერთი ასეთი გამართულ და არ გამოიღო ის შედეგი. რჩებოდა გზა ძალადობრივი და რადიკალური ტიპის აქციებისა და აქაც რუსული ოლიგარქატის წარმომადგენლებს მიეცემოდათ შესაძლებლობა ფართო რეპრესიებისა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

რა იქნება "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა. ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მანამდე კი უკვე ცნობილია. რომ პარტია ხვალ "ქართული ოცნების" ოფისთან აქციის გამასამართად ემზადება.

ბრძოლის რა ტაქტიკაზე შეთანხმდება "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ უცნობია. ოჯახის მოთხოვნით ადვოკატმა სააკაშვილისთვის პატიმრობის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. ახლა ყველა სხდომის ჩანიშჩვნას ელოდება.




დღის ამბები