27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით - პაველ ჰერჩინსკი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. 

პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, საელჩო ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დაცვის საკითხსაც აყენებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება მის საზღგავგარეთ გადაწყვანის მოთხოვნას, დიპლომატის შეფასებით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მის ოჯახთან, ასევე მისი უფლებების საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები