USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას შორის, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ენერგეტიკული პროგრამა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია დაახლოებით, 5 მეგავატი სიმძლავრის ჰიბრიდული მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში ითანამშრომლებენ, რომელიც გორში არსებულ ქართლის ქარის ელექტროსადგურთან აშენდება.