ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.