რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ვოლოდინი ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში ვერტმფრენით ჩაფრინდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი ლაშა აშუბა დახვდა.
სამუშაო შეხვედრეზე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს "სახალხო კრებასა" და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის. ასევე ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასაც შეხვდა.