27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ომის 282-ე დღე და მძიმე ბრძოლები უკრაინაში - რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს 

ომის 282-ე დღეს მძიმე ბრძოლები უკრაინაში გრძელდება. რუსულმა ჯარებმა ცეცხლი ქალაქ ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს გაუხსნეს. აფეთქების შედეგად მიმდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 12-ჯერ დაბომბეს ქალაქი ხერსონი. დაღუპულია 1, დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. აფეთქებების შედეგად ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს.

რუსმა სამხედროებმა ავია იერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქზე. დაზიანებულია ხუთსართულიანი კორპუსი, ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.

ასევე 180-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

 

 

დღის ამბები