27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
ევროკავშირის წევრების რაოდენობა მალე შეიძლება იყოს 36 და ამ წევრებში, რა თქმა უნდა, მოიაზრება საქართველოც  - ნიკოლოზ სამხარაძე

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს ბერლინში.
საპარლამენტო დელეგაციამ, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენელიცაა დღეს ბუნდესტაგში იმყოფებოდა. მთავარი შეხვედრა კი პარლამენტის ქართულ-გერმანულ მეგობრობის ფორუმთან გაიმართა, რომელიც საქართველოს ევროპული კურსის ლობისტია და დამატებითი პლატფორმაა სხვა ევროპულ კანონმდებლებთან მოსალაპარაკებლად. ქართველი დეპუტატები დღესვე ბუნდესტაგის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბერლინში ვიზიტის მეორე დღეს გერმანელი კოლეგებისგან ქართველმა კანონმდებლებმა საქართველოს ევროპული კურსის მყარი მხარდაჭერა მიიღეს. 6-კაციანი დელეგაცია ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრსაც ესაუბრა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ  ქვეყნის ევროინტეგრაციას ქართული საზოგადოება და უმრავლესობა უჭერს მხარს. 

"ვსაუბრობთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და გამოწვევებზე. მაგრამ ასევე ხაზგასმით ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ საკითხი, რომელიც ეხება ევროინტეგრაციას და სტატუსის მინიჭებას, ეს არის ყველაზე მტკიცე არჩევანი ქართული საზოგადოების და უმრავლესობის,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

ხოლო რაც შეეხება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს.ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გერმანია ფიქრობს აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოებაზე.

"გერმანია სერიოზულად ფიქრობს აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოებაზე და ასევე სერიოზულად ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრების რაოდენობა მალე შეიძლება იყოს 36 და ამ წევრებში, რა თქმა უნდა, მოიაზრება საქართველოც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გერმანიაში,"-აცხადებს .ნიკოლოზ სამხარაძე. 

დღის ამბები