27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ასაფეთქებელი მოწყობილობები წერილების ნაცვლად -  ვინ შეიძლება იდგეს სიცოცხლისთვის საშიში გზავნილების უკან, რომელიც ესპანეთში 6 მისამართზე მიიღეს

უკრაინისა და შეერთებული შტატების საელჩოები მადრიდში, იარაღის მწარმოებელი კომპანია სარაგოსაში, პრემიერის ოფისი, სამხედრო ავიაბაზა და თავდაცვის სამინისტრო - ეს ის 6 ლოკაციაა, სადაც ერთმენთის მიყოლებით 6 ამანათი გაიგზავნა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იდო. პირველი წერილი უკრაინის საელჩოში მიიტანეს, აღმოჩნდა რომ ფოსტით გაგზავნილი კონვერტი, რომელიც ელჩ სერგი პოგორილცევისთვის იყო განკუთნილი, დიპლომატიური უწყების შენობაში შემოწმების გარეშე შევიდა. წერილი საელჩოს დაცვის თანამშრომელმა, ოფისის ბაღში გახსნა, ამანათი აფეთქდა. თანამშრომელი დაზიანებებით კლინკაში გადაიყვანეს.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ამანათის მეორე ადრესატი, სარაგოსაში იარაღის მწარმოებელი კომპანია "ინსტალაზა" გახდა. კომპანია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნებს აწარმოებს და იარაღით უკრაინას ეხმარება. მომდევნო კონვერტი მადრიდის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზამ მიიღო. ამ მისმართებზე აფეთქებები არ მომხადარა, რადგან თანამშრომლებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და წერილები არ გახსნეს.

კონვერტები გაუგზავნეს ესპანეთის პრემიერსა და ქვეყნის თავდაცვის უწყებას. ბოლო ლოკაცია, სადაც საეჭვო ამანათი მივიდა, მადრიდში აშშ-ის საელჩოა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადასტურეს, რომ საფოსტო პაკეტში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საზღვარგარეთ ყველა საელჩოს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა.

ესპანეთის პოლიცია შემთხვევებს შორის კავშირს იკვლევს. სამართალდამცავები ჯერჯერობით აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას არ ანიჭებენ ,თუმცა ამის ალბათობასაც არ გამორიცხავენ.


დღის ამბები