გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გავრცელდა.