27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
თბილისის სიმფონიური ორკესტრი თურქეთში გასტროლებს იწყებს 

თბილისის სიმფონიური ორკესტრი თურქეთში გასტროლისთვის ემზადება. ვახტანგ კახიძის დირიჟორობით მუსიკოსები მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების ნაწარმოებებს 7 დეკემბერს სტამბოლში შეასრულებენ. მსმენელისთვის სიმფონიური ორკესტრი ცნობილ თურქ მუსიკოსთან ერთად წარდგება.

ავსტრიელი და ჩეხი კომპოზიტორების, მოცარტისა და დვორჟაკის კომპოზიციებს, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ქალაქ სტამბულში გააჟღერებს. ახლა ორკესტრი დაგეგმილი კონცერტისთვის რეპეტიციას დირიჟორთან ერთად გადის. გასტროლს მაესტრო ვახტანგ კახიძე უხელმძღვანელებს.

თურქი მუსიკოსი სეფიკა კუტლუერი, რომელმაც წლების წინ მაესტრო ჯანსუღ კახიძესთან ერთად ანკარაში კონცერტზე დაუკრა, ახლა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ისევ თურქეთში, მოცარტის კონცერტს ფლეიტისა და ორკესტრისთვის შეასრულებს.

კლასიკოსი მოცარტისა და რომანტიკოსი დვორჟაკის სიმფონიებს, ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, თუმცა ერთ კონცერტზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და კონტრასტული ნაწარმოებების მოსმენა თურქი მსმენელისთვის სიახლე იქნება.

თბილისის სიმფონიური ორკესტრი გასტროლს სტამბოლში ცნობილი საკონცერტო სივრცის "იშ სანატ ჰოლის" მიწვევით მიემგზავრება.

დღის ამბები