ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე.
კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე.