27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა.

განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულმა განმცხადებელმა სახელმწიფოსგან 2-2 ათასი ევრო უნდა მიიღოს, ასევე 9 812 ევრო მესამე აპლიკანტმა.

დღის ამბები