27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
თუ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა არჩევნების გადადება, გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური საბჭო აუცილებლად მიიღებს - გიორგი ბარამიძე

გადადებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" შიდაპარტიულ არჩევნებს? - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ სწორედ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს ექსპრეზიდენტის პარტიის ნაწილი საკუთარ და პარტიის დღის წესრიგს.

დღეს ისევ ითქვა, რომ შესაძლოა, სააკაშვილის მდგომარეობის გათავლისწინებით, თავმჯდომარის არჩევნები გადადონ. ამ მოსაზრებას ცალსახად არ ეთანხმებიან ლევან ხაბეიშვილის მომხრეები.

ამ წუთებში სამუშაო ჯგუფი ბოლო შეხვედრას მართავს - არჩევნების თარიღს პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს, თუმცა იქამდე ჯგუფი უნდა შეთანხმდეს რა სისტემით აირჩევენ თავმჯდომარეს - ეს თემაც დისკუსიის საგანია.

"გაჩნდა შესაძლებლობა, 2 სხვადასხვა პოზიციის ადამიანებმა პოზიციები დააახლოვონ და გამოვიყენოთ 1 პლატფორმა, რომელიც, ძირითადად, დაფუძნებული იქნება "ბლოკჩენზე", მაგრამ ასევე, "ფეისბუკის" იმ ელემენტებს გამოიყენებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრებისთვის.

თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასევე, სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე საჭირო გახდა არჩევნების გადადება, ამ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო აუცილებლად მიიღებს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. 

დღის ამბები