27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
გვთხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ, ქვეყანას ვერავის ავარევინებთ - ირაკლი კობახიძე 

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრი "ემპათია" "ნაცმოძრაობასთან არის დაკავშირებული და მის მიმართ ნდობა არ გააჩნია. 

"400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. მიზანია თანაგრძნობის გაჩენა მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რაც მას აქვს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების მიმართ. ბუნებრივია, ამას ვერ გავყვებით".

თავად წერენ ყველაფერს, უცხოელი და ქართველი ექსპერტები ჩამოჰყავთ, ვერაფერს წერენ, ვერაფერს ამბობენ.  "ემპათია" "ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. 

ქვეყანას ვერავის ავარევინებთ, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიღებას - სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები