27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა 

გერმანიის პარლამენტმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი მმართველი კოალიციის სამმა პარტიამ და "ქრისტიან-დემოკრატებმა" დაუჭირეს, მემარცხენეებმა და პარტია "ალტერნატივამ გერმანიისთვის" ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

"დღევანდელი თვალსაზრისით, აუცილებელია ისტორიულ-პოლიტიკური შეფასება, რის მიხედვითაც საქმე ეხება გენოციდს. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ასეთ შეფასებას," - წერია რეზოლუციაში.

ჰოლოდომორი - ანუ უკრაინაში 1932-1933 წლების მასობრივი შიმშილობა, უკრაინელი გლეხებისგან სურსათის სრულმა კონფისკაციამ გამოიწვია. ამ მიზეზით გამოწვეულ შიმშილს სულ ცოტა 5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები