კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო,1 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხვინგიას, ზესტაფონის, ცისარტყელის, ჭყონდიდელის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ტრაქტორის, ბეჟანიშვილის, ნინუას და ვანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის და ლეჩხუმის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) და კორნელი სანაძის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის და სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, პუშკინის, კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, დიუმას, ბოტანიკურის, აბანოს, საადის, სამღებროს, ირგვლივის, სანაპიროს, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, გულიას და შინდისის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავას, გიორგი დეკანოზიშვილის, თამარ ღვალაძის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი მაგისტრალის, სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შეშელიძის და ფეიქრების ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ დოლიძის და ქარელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.