27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ტერიტორიების 20%-ი ჩააბარეს და ამის ჩამდენი ხალხი პრორუსულობას აბრალებს გუნდს, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზალიბერალიზაციას მიაღწია, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროატლანტიკური სივრცე - მდინარაძე

ხელისუფლებამ და წარსულის ადამიანებმა, რეტროგრადებმა რუსეთს ტერიტორიების 20%-ი ჩააბარეს, მათ ენაზე, რომ ვთქვათ, "გაუპრავეს" ეს 20%-ი. ომის შემდეგ, 2 თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას სადაც ქართველ სამხედროებს დაბრალდათ ომის დაწყება,"-ამის შესახებ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი2-ზე გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში  განაცხადა.

ოპოზიციის არგუმენტზე, რომ სწორედ ამ რეზოლუციაში ჩაიწერა პირველად ტერმინი ოკუპაცია და სწორედ ამიტომ მოაწერეს ხელი, მდინარაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის გარეშეც ჩაიწერებოდა რეზოლუციაში  ტერმინი "ოკუპანტი". 

"აბა რა ჩაიწერებოდა? საქართველოში შემოსული რუსული ჯარის შესახებ ტურისტები არიანო ხომ არ ჩაიწერებოდა. ისედაც და ასედაც ეს ჩაიწერებოდა.

როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა რუსულმა ჯარმა შენ ხელს აწერ დოკუმენტზე, თან შენი ხელმოწერის გარეშე ის, რომ გადის- ნაცების მხარდაჭერის გარეშე გადიოდა  ხმები ჰყოფნიდა. მათი მხარდაჭერის გარეშე დოკუმენტი ძალაში შედიოდა, სამწუხაროდ ჰყოფნიდა მხარდამჭერების რაოდენობა.

ამის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს რუსებს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაუხსნეს კარი, ქართულიო ხმა სჭირდებოდა რუსეთის გაწევრიანებას, ხმა მისცეს და 2012 წლის შემდეგ ამისმა ჩამდენმა ხალხმა პირველივე დღიდან დაუწყო ბიძინა ივანიშვილზე პრორუსულობის დაბრალება იმ გუნდისათვის, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზა ლიბერალიზაციას მიაღწია, კონსტიტუციაში კონსტიტუციურ დათქმად ჩაწერა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. ასევე ევროპული პერსპექტივა მიიღო და დაიწყო ევროპული სისტემის შექმნა,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები