27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
დედაქალაქის მერიის საახალწლო სლოგანი დაპირისპირების თემა გახდა - გამოაცხადებენ თუ არა საქართველოში სიტყვა "მშვიდობაზე" პოლიტიკურ მორატორიუმს

რისი ქალაქია თბილისი - საახალწლო ნაძვის ხეზე სიტყვა "მშვიდობის" გამოჩენამ პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. კრიტიკამ და აჟიოტაჟმა ისეთი ფორმები მიიღო, რომ თბილისის მერმა ფაქტს დღეს საგანგებო განცხადება მიუძღვნა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თბილისის "მშვიდობის ქალაქად" გამოცხადებას უტიფრობას და მეგობარი უკრაინის მიმართ მდაბიო საქციელს უწოდებს.

მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ დედაქალაქის სლოგანს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

"საშიში ქალაქი," "საცობებით სავსე ქალაქი," "სიკვდილის ქალაქი," "რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი" - ეს ალტერნატივები გაისმა დღეს "მშვიდობის ქალაქის" კრიტიკოსების მხრიდან. მსგავსი განცხადებების გამო "ქართული ოცნება" რომ ოპოზიციას კიდევ  ერთხელ ეწოდებს "ომის პარტიას."

საბოლოოდ, საქართველოში საახალწლო ნაძვის ხეც და საახალწლო სურვილებიც ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება.

ცნობისთვის, თბილისში მშვიდობის სახელს უკვე ატარებს ხიდი, რომლის მშენებლობაც 2008 წლის ომის შემდეგ 2009 წელს დაიწყო.

დღის ამბები