27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ - ირაკლი კობახიძე

თბილისის საახალწლო სლოგანი - "თბილისი - მშვიდობის ქალაქი", პოლიტიკური დისკუსიის საგანია. ოპოზიციის კრიტიკა კომიკურია "ქართული ოცნებისთვის".

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპონენტებს ზოგადად მშვიდობა აღიზიანებთ.

"საერთოდ, საოცრებაა რაც გუშინ მოვისმინეთ. მე გთავაზობთ 1-წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე - საქართველოში როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი?! ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, მშვიდობა - როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ. აქაც მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებს არა წარწერა და სლოგანი, მათ მშვიდობა აღიზიანებთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არიან ომის პარტია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას შეფასებით,  ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დააზიანონ და ნებისმიერი უწყინარი მესიჯი, რომელიც გაჟღერდება, ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ ანტიდასავლურად და ანტიუკრაინულად.  გრიგოლიას თქმით, მას მშვიდობის მიმართ ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება არსად არ უნახავს. 

დღის ამბები