27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
იმისთვის რომ რუსეთმა პასუხი აგოს აგრესიაზე, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი - ზელენსკი

"იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს აგრესიაზე, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი. უკრაინა ამისთვის ყველაფერს აკეთებს" – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც. მისი თქმით, წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს.

"იმისათვის, რომ რუსეთს აგრესიისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი ტრიბუნალი შეიქმნას. უკვე ვთანამშრომლობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ეს პროცესი გაფართოვდება.

რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე. რუსეთის უკიდურესად დიდი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ ცდილობენ წინსვლას დონეცკის, ლუჰანსკისა და ხარკოვის ოლქებში, მათ გარკვეული გეგმა აქვთ სამხრეთში. ვინარჩუნებთ თავდაცვას და რაც მთავარია, მტერს არ ვაძლევთ ნებას, შეასრულოს თავისი განზრახვა. მათ თქვეს, რომ დონეცკის ოლქს გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე დაიკავებდნენ... ზამთარი უკვე ამ კვირაში იწყება. ისინი ყოველდღე ასობით მობილიზებულ და დაქირავებულ ჯარისკაცს კარგავენ. წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს.

დღის ამბები