"რუსთავი 2-ის" წამყვანმა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიიღო. პაატა გულიაშვილმა ყოველწლიურ დაჯილდოებაში გამარჯვება უილიამ შექსპირის ვენეციელ ვაჭარში შეილოკის როლის შესრულებისთვის მოიპოვა. სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა თელავის თეატრში დადგა.
"თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი" - საქართველოს შემოქმედებითი კავშირის ყოველწლიური პრემიაა. 5-კაციანი ჟიური თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადგმულ სპეკტაკლებს ნახულობს და აფასებს. კონკურსში გამარჯვებულებს კი პრემია 14 ნომინაციაში გადაეცემათ. თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის ოფიციალური დაჯილდოვების ცერემონია კი 14 იანვარს, თეატრის დღეს გაიმართება.