27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
მინისტერიალი ბუქარესტში - ისტორიული სამიტიდან 14 წლის შემდეგ, თბილისი ბრიუსელისგან ისევ იგივე პირობას იღებს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება

ნატო ბუქარესტში დაბრუნდა, იქ, სადაც 14 წლის წინ ყველაზე ხმამაღალი პირობა დადო, რომ საქართველოს და უკრაინას გუნდში მიიღებდა. მალევე, ორივე ქვეყანა რუსული აგრესიის სამიზნე გახდა, ამიტომ დღეს, უკვე 30 მოკავშირე იმაზე მსჯელობს, თუ როგორ გააძლიერონ პარტნიორები, მანამ ვიდრე ისინი წევრები გახდებიან. პუტინის ომის პირობებში ნატოსთვის ამას ორმაგი დატვირთვა აქვს.

გადაწყვეტილებიდან საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ძვრები მომხდარიყო. მთავარი, რომელიც ახლა მთელი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური შეტევაა, რომელიც კრემლმა წამოიწყო. მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ომში უკრაინის წარმატებისთვის. 

როგორ უნდა მოხდეს შავი ზღვის კონცეფციის ეფექტური იმპლემენტაცია - ახალი რეალობის პირობებში მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ნატოს წევრი თუ პარტნიორი სახელმწიფოების პოტენციალი მაქსიმალურად იქნას ათვისებული. 

ხვალ, პარტნიორებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება. განიხილავენ იმ გამოწვევებს, რომელსაც რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველო განიცდის. მინისტერიალზე წელს მიიწვიეს ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელსაც ალიანსისკენ მიმავალი ამბიციები დიდი ხანია დაფიქსირებული აქვს. ამჯერად სტუმრებშია მოლდოვაც, რაც უპრეცენდენტო ფაქტია.

ისტორიაში პირველ და ამასთან ყველაზე რთულ მინისტერიალზე ბუქარესტში ნატოელები შეთანხმდნენ, რომ კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებენ, განსაკუთრებით საჰაერო ნაწილში. კულება ამას დაუყოვნებლივ ითხოვს. 

დღის ამბები