27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
12 რეკომენდაცია პრიორიტეტია და ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადაგზავნა რეკომენდაციების შესრულების ნაწილია - მმართველი გუნდის პოზიცი და ოპოზიციის შეფასებები

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მმართველმა პარტიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის კომისიაში გადაგზავნა ოპოზიციის მოთხოვნაც იყო, გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად კი ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ "ოცნება" იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, გადაწყვეტილება გააზრებულად იყო მიღებული - საკითხი "ქართულ ოცნებაში" ასე განმარტეს.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, ევროკავშირთან თავსებადობის გამო შეარჩიეს, კომისიაში დოკუმენტის გაგზავნაზე შეთანხმება კი პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მოხდა.

საკომიტეტო განხილვის ფარგლებში, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტმა სამი მოსმენა გაიარა, თუმცა პროექტზე მუშაობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღების შემდეგ გაგრძელდება. ოპოზიცია მნიშვნელოვანი პრინციპული ცვლილებების გარეშე კანონპროექტის მხარდაჭერას არ პირებს.

12 რეკომენდაცია პრიორიტეტია და ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნაც რეკომენდაციების შესრულების ნაწილია - ამ განმარტებას მმართველ გუნდში აკეთებენ. ოპონენტებს კი "ქართულ ოცნება" კვლავ საკუთარი დღის წესრიგის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა, პოზიტიური ნაბიჯია.

დღის ამბები