27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა დღესაც პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა - მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა დღესაც პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა. "ნაციონალური მოძრაობისთვის" მსჯავრდებული ლიდერისთვის პატიმრობის გადავადებაზე უარი პოლიტიკური შურისძიებაა, "ქართული ოცნებისთვის" კი ოპონენტების მოთხოვნები და განცხადებები პოლიტიკური სპეკულაცია.

ირაკლი კობახიძემ დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეტლიდან მოულოდნელად წამომდგარ ტიმოშენკოს შეადარა.

მსგავსი შედარება მიუღებელი აღმოჩნდა სააკაშვილის გუნდისთვის. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ოპონენტებმა დღეს ტონი დაუწუნეს და ე.წ. თავმჯდომარე უწოდეს, რასაც ოცნების წევრების მხრიდან კიდევ ერთი რეპლიკა მოჰყვა.

ორი პარტიის ორთაბრძოლაში დიდად არ ერევა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას დანარჩენი ოპოზიციაც მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს, მას შემდეგ ოჯახი და ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.



დღის ამბები