ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია- ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელი ქვეყნების მიმართაც ნატო მხარდაჭერას გამოთქვამს.
"ჩვენ შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს, ხვალ კი გვექნება შეხვედრა ჩვენი ახლო პარტნიორების საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია- ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებთან. გამოვთქვამთ ჩვენს მხარდაჭერას მათ მიმართ. ეს იქნება ძალიან არსებითი მინისტერიალი. აქ, 2008 წელს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, ჩვენ ხელშესახებად გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან, რასაც მივესალმები. ჩვენ დავამტკიცეთ ერთგულება ბუქარესტის ამ გადაწყვეტილების მიმართ - ნატოს კარი ღიაა, ველი რომ ამას დღესაც გავიმეორებთ.“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის მიმართ მორალურ, ფინანსურ და სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრობს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რასტისლავ კაჩერი.
"რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაარღვია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას მორალურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით. შეხვედრა გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ კულებასთან. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება პარტნიორ ქვეყნებთან, მოლდოვის რესპუბლიკის, ბოსნია ჰერცოგოვინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან.“ - ამბობს რასტისლავ კაჩერი.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტანია ფაიონი განხილვის მთავარი თემაა რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი იქნება.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან, ასევე ჩვენს კოლეგებთან, საქართველოდან, ბოსნია-ჰერციგივინიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაუცველები რუსული აგრესიის წინაშე. მათთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია მათი შემდგომი მხარდაჭერა, რათა გამოწვევების წინაშე მათი მედეგობა გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია მთელი ევროპის მშვიდობა და სტაბილურობა.“ - აცხადებს ტანია ფაიონი.