27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის განცხადება ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრუიცხავია - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძის განცხადება  ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრუიცხავია.

"იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრუიცხავია. თუ მიხეილ სააკაშვილს კვალიფიციური მკურნალობა უტარდება, მაშინ რა საჭიროა უცხოელი ექიმების ჩამოყვანა. მეორე, ქართული კანონმდებლობა პატიმრის საზღვარგარეთ წაყვანას ითვალისწინებს, თუმცა იქვეა მითითებული, რომ ამ ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო არ ანაზღაურებს. რაც შეეხება ექიმების ჩამოყვანას, ამას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ითვალისწინებს მხოლოდ სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას, რითიც სასამართლოს მივმართავთ. საქართველოშიც არიან კვალიფიციური ექიმები, თუმცა თავად ჯანდაცვის სისტემა არის გაუმართავი,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები