27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
პუტინი შეიჭრა უკრაინაში, რადგან სურდა ნაკლები ნატო საკუთარ საზღვრებთან, თუმცა მიიღო საწინააღმდეგო, მიიღო მეტი შეიარაღება მის საზღვრებთან - სტოლტენბერგი

ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ძალაში რჩება - ამ თემაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს მარშალის ფონდის დისკუსიაზე, რომელიც ნატოს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ალიანსისთვის შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის არის და ამ კონტექსტში ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველო კიდევ ერთხელ ახსენა.

"დიახ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. კარგად მახსოვს ის გადაწყვეტილებები და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ერთგულები ვრჩებით - ნატოს კარი ღიაა. ამის დემონსტრაცია იყო ახლახანს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა.

ამან აჩვენა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და წევრობა მხოლოდ 30 წევრის და ასპირანტი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, სხვისი არავის. პუტინი შეიჭრა უკრაინაში, რადგან სურდა ნაკლები ნატო საკუთარ საზღვრებთან, თუმცა მიიღო საწინააღმდეგო. მიიღო მეტი შეიარაღება მის საზღვრებთან, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე და ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს წევრები. ნატოს კარი რომ ღიაა, ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და ეს იყო ბუქარესტის გადაწყვეტილების ნაწილიც.

ერთგული ვრჩებით ასევე იმ გადაწყვეტილების, რომელიც კონკრეტულად უკრაინაზე მივიღეთ, რაც მის ნატოს წევრობას ეხება. ამავდროულად, ახლა მთავარი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერაა და იმაში დარწმუნება, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს და უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც ევროპის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

 

დღის ამბები