ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციამ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო.
პრეზენტაციას ისრაელის ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.