27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
მოვუწოდებ კიეველებს, ყველაზე ცუდი მოვლენებისთვის მოემზადონ - ვიტალი კლიჩკო

მოვუწოდებ კიეველებს, ყველაზე ცუდი მოვლენებისთვის მოემზადონ - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს და აღნიშნავს, რომ კიევი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.

"კიევი ყველაფრისთვის ემზადება. ახლა ძალიან ბევრი ვარაუდია იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ევაკუაცია. გეტყვით: დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ არ მოვემზადებოდით სხვადასხვა სცენარისთვის.

კიევის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ მოხდეს ელექტროენერგიის სრული ჩაქრობა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ. არ გამოვრიცხავ უარეს სცენარს. სრული ევაკუაცია არ იქნება, შესაძლოა ნაწილობრივი, მაგრამ ამას ევაკუაცია არ შეიძლება ეწოდოს. ეს არის გარკვეული კატეგორიის ადამიანების დროებითი გადაყვანა გარეუბნებში, სადაც შეიძლება იყოს მომსახურება. კიევის თითოეულ მოქალაქეს ვთხოვ, გაითვალისწინოს სხვადასხვა სცენარი და მოემზადოს. მტერი გეგმავს გააგრძელოს მზაკვრული თავდასხმები ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე, რათა დააშინოს უკრაინელები სიბნელით და სიცივით. კიეველებს მოვუწოდებ, მოემზადონ ყველაზე ცუდი მოვლენებისთვის," - აცხადებს კლიჩკო.

დღის ამბები