27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
3 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფას - ლევან ხაბეიშვილი

3 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასა და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფას, - ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა გვიან ღამით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გააკეთა.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან რეგიონებში ტურნესაც იწყებს. მისივე განმარტებით, შაბათს დაგეგმილი აქციით "ქართულ ოცნებას" უნდა შეახსენონ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე განაგრძობენ.

"მე ჩემს თანამებრძოლებთან და მხარდამჭერებთან ერთად შაბათს, 3 დეკემბერს 15:00 საათზე, "ქართული ოცნების" ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვითხოვთ მთავარ რამეს, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა მხოლოდ, სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები