27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ბუქარესტში დღეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან - პირველი დიპლომატების მინისტერიალზე მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნებიც მათ შორის საქართველო

უკრაინის ენერგეტიკული კრიზისი რუმინეთის დედაქალაქში განხილვის მთავარი თემა ხდება. დღეს ბუქარესტში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. პირველი დიპლომატების მინისტერიალზე მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნებიც, მათ შორის საქართველო. უკრაინაში არსებული სამხედრო კრიზისი და შავი ზღვის უსაფრთხოება, ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც დიპლომატები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ნატო აძლიერებს თავის წარმომადგენლობას ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე.

"შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, რასაც მთელი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად წარმოიშვა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ნატო აძლიერებს თავის წარმომადგენლობას ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. ჩვენ ახალი საბრძოლო ჯგუფები ჩამოვაყალიბეთ. აქ, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ასევე სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი გამოიყენოს, როგორც იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტი თავდასხმისთვის. სწორედ ამიტომ ამიტომ ნატო-ს მოკავშირეებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები