27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
დაკორექტირდება 2023 წლის ბიუჯეტი და 8,5%-ის ნაცვლად მიმდინარე წელს ზრდა იქნება 10%-ის ოდენობით - ფინანსთა მინისტრი

ბიუჯეტის დაზუსტებულ პარამეტრებზე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტებები გააკეთეს მინისტრებმაც.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ 2023 წლის ბიუჯეტი 25 მილიარდი ლარი იქნება.

"იყო მსჯელობა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე, რომელიც იქნება დაკორექტირებული მეორე წარდგენასთან შედარებით და იქნება შესაბამისი ცვლილებები განხორციელებული. ძირითადი ცვლილება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არის ის რომ დაკორექტირდება 2023 წლის ბიუჯეტი და 8,5%-ის ნაცვლად მიმდინარე წელს ზრდა იქნება 10%-ის ოდენობით. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ასევე გაზიარებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდანაც. 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წარდგენილ ვარიანტთან მიმართებაში გაიზრდება. ნაერთი ბიუჯეტი 2023 წელს იქნება 25 მილიარდი ლარი," - თქვა ხუციშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე 2023 წლის ბიუჯეტს რეკორდულად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის აშენება-რეაბილიტაცია მოხდება.

"2023 წლის ბიუჯეტი, როგორც მოგახსენეთ, ნამდვილად არის რეკორდული ბიუჯეტი, კარგი მაჩვენებლები გვაქვს მიმდინარე წლის და გვაქვს სრული საფუძველი ვთქვათ, რომ მომდევნო წელი კიდევ უფრო დატვირთული და საინტერესო იქნება, აბსოლუტურად ყველა მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროექტი, ყველა მიმართულებით რაც კი სამინისტროს კომპეტენციაში შემოდის, როგორც საავტომობილო გზების, წყალმომარაგების სისტემების, მუნიციპალური განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, ყველა ეს მიმართულება მხარდაჭერილია. 300 მილიონზე მეტი იქნება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი. 885 ბაღი არის, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაც განხორციელდება. აბსოლუტურად სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები გვექნება უკვე მთელი ქვეყნების მასშტაბით," - აცხადებს ქარსელაძე.

დღის ამბები