თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ამაღამ, 00:00-დან რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ახვლედიანის ქუჩიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, შეზღუდვა მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოების ჩატარებას ისახავს მიზნად.