27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს სურვილების დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ოცნებებს ჩამოვწერთ - რუსთავის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"​

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ ჩააგდო, მერიას უკან დაუბრუნდა. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა კორექტირებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოს უნდა გადაუგზავნოს.

რუსთავის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" მარი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს სურვილების დოკუმენტი.

"კომიკურია სწორედ ის, რომ მათი შენიშვნები არ არის ფინანსურ გაანგარიშებაზე დაყრდნობილი. ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს სურვილების დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ოცნებებს ჩამოვწერთ. მით უმეტეს ეს წესით არ ეკადრება წარმომადგენლობით ორგანოს, რასაც საკრებულო ჰქვია. მინიმუმ უხერხულია, საკრებულოს ხელმძღვანელობა, რომელიც ჩემდა სამწუხაროა, რომ წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიებით, ასეთ ფურცელზე აწერს ხელს და არგუმენტებით მანიპულირებს,"-აცხადებს მარი ლიპარტელიანი.

დღის ამბები