27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ ჩააგდო, მერიას უკან დაუბრუნდა -  მუნიციპალიტეტმა კორექტირებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე უნდა დააბრუნოს

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ ჩააგდო, მერიას უკან დაუბრუნდა. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა კორექტირებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოს უნდა გადაუგზავნოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუჭერენ.

"ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, რომელიც მოსახლეობიდან იყო წამოსული. ეს ეხებოდა თითქმის ყველა მიმართულებას, რომელიც საჭიროებს ბიუჯეტიდან დახმარებას. ეს არის სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, თუ სხვა. ამის მიუხედავად მერისგან მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ამ რეჟიმში ჩვენ აღარ გავაგრძელეთ ბიუჯეტის განხილვა და დავტოვეთ საკრებულოს სხდომა,"-აცხადებს რუსთავი საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ალექსანდრე ბერიძე.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არ ზრუნავს მოქალაქეებზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარს არგუმენტების გარეშე ამბობს.

"შენიშვნები ეხებოდა მთლიანად ბიუჯეტს. კონკრეტულად ეხებოდა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ამ მხრივ ჩვენ წარვადგინეთ შენიშვნები გარკვეული პრიორიტეტების და შენიშვნების გათვალისწინებით.  თუ ეს შენიშვნები იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული, მაშინ ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიუჯეტს. თუ ეს შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ არგუმენტირებული დასკვნები იქნება ამ შენიშვნებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას," - აცხადებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია.

დღის ამბები