27 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხთარ ბაბაევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.

"წლებია ჩვენს კოლეგა სამინისტროსთან გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე. დღესვე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი დაცული ტერიტორიის სააგენტოების შორის. რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებას,"-აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. 

დღის ამბები