27 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ეს ციფრი 3%-მდე დაიწევს.

"ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ჩვენ ჩამოვწევთ დეფიციტს თითქმის 3%-მდე“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები