27 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ოჯახი, თითო ბავშვზე, დახმარების სახით, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - ნახეთ, ვინ მიიღებს გაზრდილ შემწეობას

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე საუბრობს.

პრემიერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით დახმარებები იზრდება. კერძოდ, საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

"სოციალური მიმართულებით, მომდევნო წელს, სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იყო პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება, თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ და 2023 წლის პირველი ივლისიდან, ეს თანხა გახდება 200 ლარი, ანუ თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები