ავსტრიაში რკინიგზის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. დღეს მატარებლების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. გაფიცვა შეეხება ასევე იმ მატარებლებს, რომლებიც გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით გადაადგილდებიან.
ავსტრიის რკინიგზის თანამშრომლები ხელფასის 12%-ით გაზრდას მოითხოვენ, რაც 400 ევროა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ისინი თანახმა არიან მათი ანაზღაურება 8,4%-ით გაიზარდოს.