27 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ბელგია დაამარცხა - ბრიუსელში არეულობაა, ქალაქის ქუჩებში ათობით მეამბოხე ფეხბურთის გულშემატკივარი გამოვიდა

არეულობა ბელგიის დედაქალაქში - ქაოსი ბრიუსელში მაროკოსა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის შემდეგ დაიწყო, რომელიც მაროკოს სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. ქალაქის ქუჩებში ათობით მეამბოხე გულშემატკივარი გამოვიდა, რომლებიც, პოლიციის განცხადებით, ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები.

დამსხვრეულია მაღაზიების მინები, ავტომობილები, ინფრასტრუქტურა. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს, მუშაობა შეაჩერეს მეტროსადგურებმა, გადაკეტილი იყო ქუჩები. დაკავებულია ათობით პირი.

დღის ამბები