გვიან ღამით ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფელს არტილერიით შეუტიეს. დაიბომბა ასევე დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვე, დაღუპულია 2 და დაშავებულია 1 ადამიანი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ახლა ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ბელარუსიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთი ჯარების ცალკეული ნაწილების გადასაყვანად ემზადებიან.