27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
გილგამეშის ეპოსის, ჰომეროსის ოდისეის, ბიბლიის მთრაგმნელი, შუამდინარეთის მკვლევარი - მეცნიერს, რომელმაც შეაგროვა და გადაარჩინა ქართული ზეპირსიტყვიერება და მითოლოგია, დღეს დაემშვიდობნენ

თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლია ვისაც წაუკითხავს, ზურაბ კიკნაძის სახელი და გვარი უცხო არ იქნება. სწორედ მან თარგმნა თანამედროვე ქართულ ენაზე წმინდა წიგნი. დღეს, საქართველო დიდ ქართველ მეცნიერს და მთარგმნელს გამოემშვიდობა. ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო მეცნიერი, რომელმაც შეაგროვა და გადაარჩინა ქართული ზეპირსიტყვიერება და მითოლოგია. მისი ბიოგრაფია არაერთ წიგნს, ესეს, ნაშრომს, თარგმანს და კვლევას ითვლის.

დღის ამბები