უკვე ერთი კვირაა, რაც კატარი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ ერთ კვირაში უპრეცენდენტოდ ბევრი სენსაცია დაფიქსირდა. მათ შორის ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის თამაში მასპინძელმა ქვეყანამ წააგო. ყველასთვის მოულოდნელად არგენტინა, რომელზეც უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, საუდის არაბეთთან დამარცხდა, იაპონიის ნაკრებმა კი გერმანია დაამარცხა. მატჩებში ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რასაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა.
მსოფლიო ჩემპიონატი რომ უცნაური იქნებოდა, ამაზე პროგნოზები ჯერ კიდევ 12 წლის წინ გაკეთდა. მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ სპორტში ყველაზე დიდ მოვლენას 2022 წელს კატარი უმასპინძლებდა, ისტორიაში პირველად - ზამთარში.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი