ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ჩვენს საამაყო ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას – ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, რომელიც უკვე მერვედ მოიპოვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე – თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი," – წერს კალაძე.
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.