27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
უკრაინაში შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, პუტინი დასავლეთის დაშლას იწყებს, ევროპელი მაღალჩინოსნები ამერიკელებს ადანაშაულებენ ომის შედეგად გამდიდრებაში - POLITICO

"უკრაინაში შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, პუტინი იწყებს დასავლეთის დაშლას, ევროპელი მაღალჩინოსნები ამერიკელებს ადანაშაულებენ ომის შედეგად გამდიდრებაში,- ამის შესახებ "Politico" წერს.

რგორც სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, ბორელი ამბობს, რომ „აშშ-ს სუბსიდიები და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, რისკავს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ტრანსატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ, ამიტომ ამერიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება.

"Politico" წერს, რომ „უკრაინაში შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, პუტინი იწყებს დასავლეთის დაშლას. ევროპელი მაღალჩინოსნები განრისხებულნი არიან ბაიდენის ადმინისტრაციაზე და ამერიკელებს ადანაშაულებენ ომის შედეგად გამდიდრებაში მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები კრიზისში არიან. ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ „ფაქტია, აშშ ყიდის მეტ გაზს მაღალ ფასში და ასევე, ყიდის უფრო მეტ იარაღს,” და მის ამ განცხადებას, ევროკავშირის ოფიციალური პირების, დიპლომატების და სხვა მინისტრების მხარდაჭერა აქვს საჯარო და პირად საუბრებში. ევროპაში მზარდი აღშფოთებაა ამერიკული სუბსიდიების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ინდუსტრიას. კრემლი სავარაუდოდ მიესალმება დასავლელ მოკავშირეებს შორის ატმოსფეროს მოწამვლას.

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, ბორელი ამბობს, რომ „აშშ-ს სუბსიდიები და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, რისკავს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ტრანსატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ, ამიტომ ამერიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება“. იგი ვაშინგტონს მოუწოდებს უპასუხოს ევროპულ შეშფოთებას: ”ჩვენი მეგობარი ამერიკელები, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეკონომიკურ გავლენას ახდენს ჩვენზე,”
აშშ უარყოფს ევროპის საჩივრებს და ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ევროპაში გაზის ფასების ზრდა გამოწვეულია პუტინის შეჭრით უკრაინაში და რუსების ენერგეტიკული ომით ევროპის წინააღმდეგ, აშშ-მა გაზარდა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში, რამაც ევროპას რუსეთისგან დივერსიფიკაციის საშუალება მისცა". დაძაბულობის ზენიტი იყო ბაიდენის მწვანე სუბსიდიები და გადასახადები, რომლებიც ბრიუსელის თქმით უსამართლოდ აზარალებს ვაჭრობას ევროკავშირთან, ევროპულ ინდუსტრიას კი განადგურებით ემუქრება. ევროპის ოფიციალური წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაშინგტონს ჯერჯერობით უკან დახევის არანაირი ნიშანი არ ეტყობა.

უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროპულ ეკონომიკებს რეცესიაში აყენებს, ინფლაციის მატებითა და ენერგომომარაგების დამანგრეველი შემცირებით. ევროპაში ამცირებენ დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე და სანაცვლოდ ყიდულობენ გაზს აშშ-დან, მაგრამ ფასი, თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე იგივე საწვავის ხარჯები ამერიკაში.
ასევე, იზრდება სამხედრო შეკვეთების მოცულობა ამერიკული წარმოებისთვის, უკრაინაში იარაღის გაგზავნის შემდეგ შემცირებული მარაგების შესავსებად. ეს ყველაფერი იწვევს ბრიუსელისა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქების მაღალჩინოსნების გაღიზიანებას, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და გერმანიაში. მაკრონმა თქვა, რომ ამერიკული გაზის მაღალი ფასები არ არის „მეგობრული“, ხოლო გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ვაშინგტონს მოუწოდა მეტი „სოლიდარობა“ გამოავლინოს და დაეხმაროს ენერგიაზე ხარჯების შემცირებას.

ბლოკის სხვა ქვეყნების მინისტრებმა და დიპლომატებმაც გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ ბაიდენის მთავრობა უბრალოდ უგულებელყოფს მისი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის გავლენას ევროპელ მოკავშირეებზე. როდესაც ევროკავშირის ლიდერები ბალიში გამართულ G20-ის სამიტზე ბაიდენს დაუპირისპირდნენ ამ საკითხების გამო, აღმოჩნდა, რომ აშშ პრეზიდენტი, უბრალოდ საქმის კურსში არ იყო. აშშ და ევროპის ოფიციალური პირები აღიარებენ რისკებს, რასაც მზარდი ტოქსიკური ატმოსფერო შეუქმნის დასავლურ ალიანსს. ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატები თანხმდებიან, რომ „მათი დაპირისპირება სწორედ ისაა, რასაც პუტინი ისურვებდა“. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, NSC-ის სპიკერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული გაზის ევროპული ფასი, ასახავს კერძო ბაზრის გადაწყვეტილებებს და არ არის აშშ-ს მთავრობის პოლიტიკისა თუ ქმედების შედეგი. აშშ-ს გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების უმსხვილესი ევროპული მფლობელი არის საფრანგეთის TotalEnergies და აშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ უზრუნველყოს საკმარისი მარაგი ზამთრისთვის”.  ამ არგუმენტით ვერ ხერხდება ევროპელების დარწმუნება: "აშშ ყიდის თავის გაზს ოთხზე გამრავლების პრინციპით, როდესაც ის  კვეთს ატლანტიკას", - ამბობს ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი, ”რა თქმა უნდა, ამერიკელები ჩვენი მოკავშირეები არიან... მაგრამ როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, აუცილებელია ამის თქმა მოკავშირეებს შორისაც.”

იაფი ენერგია სწრაფად იქცა უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობად ამერიკული კომპანიებისთვის. ევროპული ბიზნესი გეგმავს ახალ ინვესტიციებს შეერთებულ შტატებში ან არსებული ბიზნესის გადატანას ევროპიდან ამერიკულ ქარხნებში. სწორედ ახლა, ქიმიის გიგანტმა, Solvay-მა გამოაცხადა, რომ აშშ-ს ირჩევს ახალი ინვესტიციებისთვის, იგივეს აპირებენ ევროკავშირის ინდუსტრიული გიგანტები.
კულისებში იზრდება გაღიზიანება ამერიკის თავდაცვის სექტორში შესული ფულის გამოც. ომის დაწყებიდან, 15,2 მილიარდ დოლარზე მეტი იარაღითა და აღჭურვილობით, აშშ არის უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი. ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას ამ დროისთვის დაახლოებით 8 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა მიაწოდა. ევროპული დედაქალაქის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ მაღალტექნოლოგიური იარაღის მარაგის აღდგენას „წლები“ დასჭირდება მიწოდების ჯაჭვში და ჩიპების წარმოებაში არსებული პრობლემების გამო. ამან გააჩინა შიში, რომ აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია კიდევ უფრო მეტი მოგება მიიღოს ომიდან.

პენტაგონი უკვე ავითარებს საგზაო რუკას იარაღის გაყიდვის დასაჩქარებლად, რადგან მოკავშირეების მხრიდან ზეწოლა იზრდება. ევროკავშირის კიდევ ერთი დიპლომატი ამტკიცებდა, რომ „იარაღზე გამომუშავებული ფული“ შეიძლება დაეხმაროს ამერიკელებს იმის გაცნობიერებაში, რომ კიდევ დამატებით „გაზზე ფულის გამომუშავება“, უკვე ზედმეტია," - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები