3 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაიჭრა სროლის შედეგად ბრაზილიაში. შემთხვევა ქალაქ არაკრუზის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. დაღუპულებს შორის არიან სკოლის 2 მასწავლებელი და 1 მოსწავლე.
უსაფრთხოების კამერებში დაფიქსირებულია ტყვიაგაუმტარ ჟილეტში ჩაცმული თავდამსხმელი, რომელიც ნახევრად ავტომატური პისტოლეტით არის შეიარაღებული. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამავე სკოლის 16 წლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც თავდასხმას 2 წლის განმავლობაში გეგმავდა. სამართალდამცველებმა მისი ცხელ კვალზე დაკავება შეძლეს. არ სახელდება მოტივი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.